დოკუმენტური ფილმი
პატრიარქის ქადაგება
მამა თეოდორე,მეძავზე
მამა თეოდორე გიგნაძე ქადაგება
flv_player/external_player.swf" />
ღმერთი არაა მეცნიერების საგანი და ღვთისმეტყველებაც რადიკალურად განსხვავდება ფილოსოფიური აზროვნებისაგან; ღვთისმეტყველი არ ეძებს ღმერთს, მსგავსად რაიმე საგნისა, არამედ თვით ღმერთი ეუფლება ღვთისმეტყველს ისევე, როგორც ჩვენ გვეუფლება ვისიმე პიროვნება. და სწორედ იმის გამო, რომ ღმერთმა პირველმა იპოვა და იმის გამოც, რომ ღმერთი ევლინება გამოცხადებით, ღვთისმეტყველისათვის შესაძლებელი ხდება ღმერთის ძებნა, ამგვარად, როგორც ჩვენ ვეძებთ ვინმეს ყოფნას მთელი ჩვენი არსებიდა და შესაბამისად მთელი გონებით. ღვთისმეტყველების ღმერთი ესაა "შენ", ესაა ბიბლიის ცოცხალი ღმერთი. რასაკვირველია, იგი აბსოლუტია, მაგრამ პიროვნული აბსოლუტი, რომელსაც ლოცვისას "შენ"-ობით მივმართავთ.
- მორწმუნესა და პიროვნულ ღმერთს შორის "მე-შენ" სახის ურთიერთობას შეიძლება შევხვდეთ არა მხოლოდ იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციაში. მაგრამ იქ ღმერთი არაა უზენაესი და ერთადერთი ღმერთი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი, პოლითეიზმის მრავალრიცხოვან ღვთაებრივ პერსონაჟთაგან. უნდა ითქვას, რომ პოლითეიზმი არის მონოთეიზმის მხოლოდ ქვედა (უდაბლესი) ასპექტი. თუმცა აბსოლუტი, რომელშიაც "ღმერთები" ერწყმიან, ზოგჯერ არ არის პიროვნული. "ღმერთები" და თვით "პიროვნული" ღმერთიც ინდუიზმისა მხოლოდ ასპექტია, მხოლოდ გამოვლენაა რაღაც უპიროვნო აბსოლუტისა.